იან 07
განახლდა უფასო იურიდიული დახმარების ცნობარი (V)

სოციალური სასამართლოს პროექტის ფარგლებში კიდევ ერთხელ განახლდა უფასო იურიდიული დახმარების გამწევ ორგანიზაციათა ცნობარი. განახლებული ცნობარი აერთიანებს 19 სხვადასხვა ორგანიზაციის საკონტაქტო მონაცემებსა და პირველად ინფორმაციას იურიდიული დახმარების გაწევის პირობებისა და საკონსულტაციო თემების შესახებ. ცნობარი არსებითად განკუთვნილია თვითდამცველი პირებისათვის (self-defendent) და ვიმედოვნებთ, რომ იგი ხელს შეუწყობს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელებას. პროექტთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მისამართზე probono@court.ge

ვრცლად
მარ 10
უფასო იურიდიული დახმარების (PROBONO) ცნობარი IV გამოცემა

უფასო იურიდიული დახმარების პორტალი წარმოგიდგენთ PROBONO ცნობარის განახლებულ მე-4 გამოცემას. ცნობარში მოცემულია იმ ორგანიზაციათა საკონტაქტო მონაცემები, რომლებიც სთავაზობენ იურიდიულ დახმარებას უფასოდ. ცნობარი შეიქმნა სოციალური სასამართლოს პროექტის ფარგლებში და იგი არსებითად განკუთვნილია თვითდამცველი პირებისათვის (self-defendent). არსებულ ორგანიზაციებს დაემატა "სამართლებრივი უზრუნველყოფის ცენტრი/Legal Support Center"-ი და "სამართლებრივი დახმარების ცენტრი „Fides et Spes“. ორივე ორგანიზაცია ორიენტირებულია სპეციფიკურ სამართლის სფეროებზე და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს სამართლებრივი მომსახურების ფართო სპექტრს, რომლის ფარგლებშიც მზად არიან გასწიონ უფასო იურიდიული დახმარება. ვიმედოვნებთ, რომ ცნობარი ხელს შეუწყობს სამართლიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების პრინციპების განხორციელებას. ცნობართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს მისამართზე probono@court.ge

ვრცლად
იან 21
სამართლებრივი ლიტერატურა და სასამართლო გადაწყვეტილებები

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდზე (www.library.court.ge) ყველა მკითხველისათვის უფასოდ ხელმისაწვდომია სამართლებრივი ლიტერატურა და სასამართლოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. ამჟამად სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკას ჰყავს 13000-ზე მეტი რეგისტრირებული მკითხველი; მასში განთავსებულია 1700-ზე მეტი ელექტრონული ლიტერატურა და ქართული მართლსაჯულების 400-მდე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება. პრაქტიკული თვალსაზრისით განსაკუთრებით მოსახერხებელია სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის "განმარტებების" გვერდი, სადაც კანონის თქვენთვის საინტერესო მუხლზე შეგიძლიათ იპოვოთ იურიდიული ლიტერატურა და სამოსამართლო განმარტებები. "სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკის" პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.

ვრცლად
იან 21
შეიქმნა სამართლის რუკა

უფასო იურიდიული დახმარების პორტალს დაემატა ახალი გვერდი "სამართლის რუკა". სამართლის რუკა მოიცავს უფასო იურიდიული დახმარების პროვაიდერი ორგანზაციებისა და საქართველოს სასამართლოების საკონტაქტო ინფორმაციას, რომელიც გათავსებია Google Map-ზე. სამართლის რუკის პროექტი გრძელდება. სამართლის რუკის პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიურო.

ვრცლად
იან 21
განახლდა იურიდიული დახმარების პორტალი - probono.court.ge

სრულად განახლდა უფასო იურდიული დახმარების პორტალის დიზაინი და კონტენტი. პორტალს დაემატა ახალი გვერდები, კერძოდ, რუკა, სასამართლო ფორმები, კითხვა-პასუხი და იურიდიული ლექსიკონი. იმედი გვაქვს, განახლებული ვებ-გვერდი უფრო მეტ რესურს შესთავაზებს თვითდამცველ პირებს და დაეხმარება მათ სათანადო დაცვის განხორციელებაში. უფასო იურიდიული დახმარების პორტალის (probono) პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია სოციალური სასამართლოს იდეა. ვინაიდან ქართული სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, ჩვენ ცვდილობთ, ხელი შევუწყოთ თვითდამცველი პირებისათვის თანაბარი სასტარტო პირობების შექმნას. ამ მიზნის რეალიზებისათვის აუცილებლად მიგვაჩია, თვითდამცველი პირებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უფასო იურიდიული დახმარების ინფორმაციული რესურსები.

ვრცლად
  • თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა, 0159
  • გთხოვთ მითითებულ ნომერზე დაგვიკავშირდით ტექნიკური ხარვეზის ან შეკითხვის არსებობის შემთხვევაში.
    იურიდიული კონსულტაციისთვის მიმართეთ უშუალოდ პროვაიდერებს.
  • ცხელი ხაზი: 2 260 260
  •  probono@court.ge

ჩვენ შესახებ

უფასო იურიდიული დახმარების პორტალის (probono) პროექტს ახორციელებს თბილისის სააპელაციო სასამართლო. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებული სოციალური სახელმწიფოს პრინციპის განუყოფელი ნაწილია სოციალური სასამართლოს იდეა. ვინაიდან ქართული სამართალწარმოება ეფუძნება შეჯიბრებითობის პრინციპს, ჩვენ ცვდილობთ, ხელი შევუწყოთ თვითდამცველი პირებისათვის თანაბარი სასტარო პირობების შექმნას. ამ მიზნის რეალიზებისათვის აუცილებლად მიგვაჩია, თვითდამცველი პირებისათვის ხელმისაწვდომი გავხადოთ უფასო იურიდიული დახმარების ინფორმაციული რესურსები.

სტატისტიკა